22 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
თელავის საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია - მიხეილ გრემელაშვილს ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობასა და იარაღის შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ

თელავის საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია. მიხეილ გრემელაშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ აიყვანეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელს ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.

დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცველების მხრიდან დეპუტატის სახლის ჩხრეკა. ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული იარაღი.

გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს "ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველები მიხეილ გრემელაშვილით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის მისივე ახლობელმა სოციალურ ქსელში ძალადობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები