08 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
ეს ნაბიჯი თავისი კარიერული წინსვლისთვის გადადგა, არანაირ პატრიოტიზმზე არ არის საუბარი - ვიქტორ სანიკიძე თორნიკე შენგელიაზე

თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკას" წევრია. „რუსთავი2-მა“ სპორტსმენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც შენგელია გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის დეტალები კონფიდენციალურია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეეხვედრაში შეეძლება მონაწილეობის მიღება. ქართველმა კალათბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, აგვისტოში შენგელია მოსკოვში ჩავა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

მოსკოვის CSKA ევროპის მასშტაბით საუკეთესო კლუბია, რეიტინგში CSKA პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა თორნიკე შენგელიას ტრანსფერს ქართველ გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოგეხსენებათ CSKA-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფინანსებს.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ აღნიშნა, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს პატრიოტია და ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის გადადგა.

"CSKA არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბი ევროლიგის, აქედან გამომდინარე მან გადადგა ეს ნაბიჯი თავისი კარიერული წინსვლისთვის, არანაირ პატრიოტიზმზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, თვითონაც ზეპირად იცის, რომ რაღაცა მოჰყვებოდა ამ გადასვლას, კომენტარები და ა.შ. მაგრამ ვინც იცნობს თორნიკე შენგელიას, ყველამ კარგად იცის რა დონის პატრიოტია და როგორ უყვარს თავისი ქვეყანა. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია რატომ გვიწევს ახსნა ამისი," - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ.

ავტორი: ჯემალ ფარცაყაშვილი

დღის ამბები