19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილის სიუციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი  პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. 

დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად მიესაჯა პატიმრობა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.  განიხილება ყველა ვერსია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დეტალებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობს.

მომდევნო პროცესი 19 ოქტომბრეს გაიმართება.

დღის ამბები