მდინარე რიონში ავტომობილი წყალში გადავარდა - შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.
ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მდინარიდან ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.