19 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
კორონავირუსი ზუგდიდში - ინფექცია სასტუმროში თბილისიდან ჩასულ სტუმარს დაუდგინდა

ზუგდიდში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სასტუმროს დირექტორმა სოფიო ხუბულავამ ჟურნალისტებს უთხრა, ახალგაზრდა ქალი მათთან მარიამობას შევიდა და ანალიზი ეპიდემიოლოგებმა მალევე აუღეს.

დირექტორის ინფორმაციით, ქალი თბილისიდან ჩავიდა, თუმცა არის თუ არა ის ვინმე დადასტურებულის კონტაქტი, არ იცის.

ამ დროისთვის სასტუმრო, რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას განაგრძობს. აქ რჩება რამდენიმე სტუმარიც, სასტუმროს ადმინისტრატორი კი, რომელსაც სტუმართან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაშია.

დღის ამბები