24 მარტი 2025,   08:23
ვრცლად
პედოფილიაში დადანაშაულებული ყოფილი სასულიერო პირი - "კურიერის" ინფორმაციით, მამა იოანე მოზარდს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა და შემდეგ აშანტაჟებდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ლევან ჯალაღონიას, რომელსაც მამა იოანეს სახელით იცნობენ, ნათესავი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრებით შანტაჟში ადანაშაულებს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის ნათესავ არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა "ვაიბერის" მეშვეობით ესაუბრებოდა და კონკრეტული განსაკურნებელი ლოცვებისთვის შიშველ ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს ითხოვდა, შემდეგ კი შეხვედრასაც აიძულებდა და აღნიშნული კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.

      ლევან ჯალაღონიას, როგორც მამა იოანეს საეკლესიო მოღვაწეობა რუის-ურბნისის ეპარქიიდან იწყება. არსებობს ოფიციალური დოკუმენტიც, რომლითაც დგინდება, რომ 4 წლის წინ სასულიერო პირად აღკვეცეს. თუმცა დაშვებული შეცდომების გამო, უკვე ბოლო ორი წელია, ის საქართველოს ეკლესიის არცერთ ეპარქიაში არ ირიცხება.

      დღის ამბები
      მეტი