25 ნოემბერი 2026,   22:52
ვრცლად
მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში სუროგაციის აკრძალვასა და რეპროდუქციის ან მეთოდთან დაკავშირებულ რისკებზე მიხეილ სარჯველაძე "ღამის კურიერში" საუბრობს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ რისკების აღმოფხვრა, რომელიც ბავშვთა ან ქალთა ტრეფიკინგს ეხება, ვინაიდან სუროგაცია არაერთ საფრთხეს ქმნის.

"დავსვათ კითხვა: რატომ არ აქვს, მაგალითად, გერმანიას სუროგაცია დაშვებული? საფრანგეთს? თან - არცერთი ფორმის. თავის დროზე რატომ იყო სუროგაცია დაშვებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ, ერთი შეხედვით, ამას შეიძლება ჰქონდეს არგუმენტი... დღესაც, ეს არ არის მარტივი საკითხი - მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. არსებობს დილემა - ხომ არ იყოს ეს საკითხი მკაცრად რეგლამენტირებული, მკაცრად რეგულირებული და ამ სიმკაცრეში, ვთქვათ, შეიძლება გაჩნდეს ამ რისკების დაზღვევის შესაძლებლობა?..

ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს რაღაც განცხადებებს ხელაღებით აკეთებს, დაისმის მთავარი კითხვა - რა დონის სიმკაცრით უნდა დავარეგულიროთ საკითხი, რომ ამან გამოიწვიოს ყველა იმ რისკის დაზღვევა, რომელიც შეიძლება თანმხლები იყოს? შემდეგ დგები დილემის წინაშე - შეიძლება განა, უშვებდე, რომ მაგალითად: ბავშვთა ტრეფიკინგის ან ქალების ტრეფიკინგის ძალიან დიდი ინდუსტრია განვითარდეს ქვეყანაში და ეს ქმნიდეს უზარმაზარ საფრთხეებს. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი, სამწუხაროდ, ძალიან რთულად გვესახება", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები