ტერიტორია ვაკე-საბურთალოს შუაგულში, რომელიც თბილისელებისთვის მრავალი წლის განმავლობაში იპოდრომი იყო, მალე თბილისის ცენტრალური პარკი გახდება.
რეკრეაციული ზონა სახელმწიფოს საკუთრება გახდა. ტერიტორია დედაქალაქს უსასყიდლოდ გადაეცა. 40 ჰექტარზე საპროექტო სამუშაოებს ფონდი "ქართუ" განახორციელებს. მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
ის, რასაც სახელისუფლებო გუნდი ბიძინა ივანიშვილის კეთილ ნებას ეძახის, საკრებულოს ოპოზიციისთვის არჩევნებისთვის პიარსვლაა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ფორმით "ქართული ოცნების" გუნდს ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება სურს.
ტერიტორიის უპრეცენდენტო ჩუქების ფაქტი მწვავე შეფასებების საგანი გახდა საკანონმდებლო ორგანოშიც. "ქართული ოცნების" ლიდერის ქველმოქმედების არც საპარლამენტო ოპოზიციაში სჯერათ.
პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. 40 ჰექტარი მწვანე სივრცის მოწყობას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება. კონკრეტულად რა ღირებულების იქნება სამუშაოები, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.