08 სექტემბერი 2026,   08:21
ვრცლად
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი.

დღის ამბები