30 ნოემბერი 2020,   02:35
ვრცლად
მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი მთავრობის კანცელარიასთან აქციას გეგმავს და ახალი მოთხოვნების გახმაურებას აპირებს

მსჯავრდებული სასულიერო პირის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გეგმავენ.

პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ახლობლები ახალი მოთხოვნების გახმაურებას აპირებენ, თუმცა დეტალებს მამალაძის ოჯახი აქციის დაწყებამდე არ აკონკრეტებს.

გასულ კვირას მსჯავრდებული დეკანოზის ახლობლები გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობდნენ და მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები