ვინ არის ბადრი ესებუა - გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედროა, რომელიც სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 32 წლის ყოფილ სამხედროს უკვე წლებია ქართულ ჯართან შეხება არ ჰქონია.
დანარჩენი დეტალი, რატომ აღარ მსახურობს, თავად დატოვა თუ გაათავისუფლეს ჯარიდან, ამაზე არაფერია ცნობილი.
"კურიერმა" დღეს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ჩაწერა. ნაწილი ამტკიცებს, რომ ბანკზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სოფელ გრიგოლიშში ჩასული იყო.