15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 51,36%, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" -25,38% - Survation-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის 8 საათიან შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. 8 საათიან მონაცემებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია.

​Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 51,36 % ;

"ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 25,38 % ;

"ბაქარაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" - 4, 20 % ;

"გირჩი" - 3,65 % ;

"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 2, 94 % ; 

"ბლოკი გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2,47 % ; 

"დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი" - 2,36 % ;

"შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" - 1, 23 % ;

"ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" - 1, 11 %.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ეს იყო ბრიტანული კომპანიის Survation-ის ეგზიტპოლი საღამოს 8 საათის მონაცემით.

დღის ამბები