05 დეკემბერი 2024,   05:09
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქცია დასრულდა - დემონსტრანტები ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია დასრულდა. დემონსტრანტები ამ წუთებში მშვიდობიანი მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან, რის შემდეგაც დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდება.

ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 1 კვირის შემდეგ ისევ შეიკრიბება, სადაც ლიდერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღოს. 

დღის ამბები