31 ივლისი 2026,   08:17
ვრცლად
ხობის "კოლხეთის" 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობის "კოლხეთის" 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ააიპ "ხობის კოლხეთის" ხელმძღვანელმა ბეჟან ბერაიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხს ელოდება კიდევ ხუთი ფეხბურთელი.

როგორც ბერაია ამბობს, ბოლო მატჩი ფეხბურთელებმა სამი დღის წინ გორში ითამაშეს, ამ ეტაპზე კი, ფაქტობრივად, გუნდი ინფიცირებულთა რაოდენობის გამო უმოქმედოდაა დარჩენილი, რის გამოც "კოლხეთი" ფედერაციად თამაშების გადადების თხოვნით მიმართავს.  

დღის ამბები