30 ივლისი 2026,   23:56
ვრცლად
"ხადორობა" კახეთში - სახალხო დღესასწაული და ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან

ერთიანობისა და კულტურული ტრადიციების ზეიმი - კახეთი სახალხო დღესასწაულს, "ხადორობას" აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილზე დილიდან განსაკუთრებული სამზადისია, ტარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს დაესწრო, სიტყვით მიმართა ადგილზე შეკრებილებსაც და აქცენტი ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოისმინა მოსახლეობის საჭიროებებიც. მასთან ერთად ადგილობრივებს შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს სოფელ დუისსა და მატანშიც. იმსჯელეს გამოწვევებზე, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გადაიჭრას.

ადგილობრივი მოსახლეობა სახალხო დღესასწაულს ყოველი წლის ამ დროს აღნიშნავს. დღესასწაულს 2021 წლიდან ზეიმობენ, მას შემდეგ, რაც ამ ადგილს სოფლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

დღის ამბები