ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერ ტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კირიბაიამას დაეჭიდა და იორიკირით გაიმარჯვა. 33 წლის ქართველმა სუმოისტმა 24 წლის მონღოლის მავაში ორივე ხელით დაიჭირა, მეტოქე ჰაერში ასწია და დოჰიოდან იოლად გაიყვანა.
ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მარცხი და 6 გამარჯვებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ორის მოგებაც ჰყოფნის. დღეს მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.