26 იანვარი 2021,   06:35
ვრცლად
ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ

მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ.

პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია აზერბაიჯანს უბრუნდება. რეგიონი უკვე დატოვეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა.

ამავდროულად ყარაბაღის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის სადამკვირვებლო ცენტრი რეგიონში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

დღის ამბები