23 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
გიორგი კვესელაძე საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

შემოდგომის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა, თუმცა ბორჯღალოსანი გიორგი კვესელაძე მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

მან ინგლისელ სემ ანდერჰილს, უელსელ ჯონი უილიამსს და ფრანგ ბრის დალინს აჯობა.

23 წლის კვესელაძემ ტურნირის ორგანიზატორთა მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 88% მიიღო. ის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

კვესელაძემ ირლანდიასთან მატჩში 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა და ლელო დადო. 5 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები მე-4 ტურში ფიჯის დაუპირისპირდება.

დღის ამბები