30 დეკემბერს რაგბის კავშირი პრეზიდენტს ირჩევს. ორჯერ ჩაშლილი საარჩევნო ყრილობა ოთხშაბათს ჩატარდება.
გამგეობა თარიღის გადაწევას ისევ აპირებდა, თუმცა კლუბების პროტესტის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შესაძლოა არჩევნების შემდეგ კავშირში დაწყებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგან პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი უკვე ღიად ამბობს, რომ მისი ნდობა ამ შედეგებს არ ექნება.
ბაჩო ხურციძე ითხოვს, რომ არჩევნების ჩატარებამდე მკაცრად განისაზღვროს, რომელ დელეგატებს ექნებათ ხმის უფლება.
მის გარდა არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატია - გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე.
კიდევ ერთი დეტალი, არ არის გამორიცხული, ორმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას.