სარაგბო კლუბებზე ზეწოლა მიმდინარეობს - კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ აიძულებენ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
"ბაჩო ხურციძის უკან მდგომი ძალები, თვითნებურად, შესაბამის ჯგუფებთან დაუმორჩილებელ ჩვენ მხარდამჭერ გუნდებს ურეკავენ თვითნებურად და ზოგს დაფინანსების მოხსნით, ზოგს ციხით ემუქრებიან. აშინებენ და ქმნიან ილუზიას, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსგან მოდის.
მოგმართავთ თქვენ, გივი ჭიჭინაძე და სოსო ტყემალაძე, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არავის გაუკეთებია, მერაბიშვილის და იმ მძიმე წლების შემდეგ,"- აცხადებს მორაგბე, კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.
ერთ-ერთი ვეტერანი მორაგბე კი პრემიერს სიტუაციის განმუხტვას მოუწოდებს.
"თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობა არ გააჩნია. ამათი სახელი და გვარები ყველამ იცის, არავის ღმერთი არ გაუწყრეს და არ გააგრძელოს ზეწოლა ჩვენ მხარდამჭერ კლუბებზე.
ვთხოვეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრს, რომ განმუხტოს ეს სიტუაცია და ხვალინდელი დღე მშვიდობიანად ჩატარდეს," - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი