პატრაიქრის ესპიტოლემდე თეოლოგების ეპისტოლე გავრცელდა. მათმა ნაწილმა სპეციალურად შობას დაამთხვია საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის კრიტიკა და ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნას, რომლებსაც თავად უწოდეს "ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე".
ეპისტოლეს 14 თეოლოგი და ორი მკვლევარი აწერს ხელს და საპატრიაქროს კომუნიტურ ინსტიტუს უწოდებს.
ავტორების განცახდებით საქართველოს ეკლესია შემოწირულობებს იღებს “ქურდული სამყაროსგან", არ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში და არ უფრთხილდება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
თეოლოგთა ნაწილის თქმით, საქართველოს პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დანიშვნა- ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის დარღვევაა. ეს მოცემულობა მათი მხრიდან ილია მეორის საეკლესიო მმართველობის მიტაცებაში დადანაშაულების ერთ-ერთი არგუმენტია. შობის დადგომამდე საათებით ადრე გამოქვეყნებულ ეპისტოლეში თეოლოგები განმარტავენ, რომ მოსაყდრე პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროს დგინდება, რადგან მისი ერთადერთი ფუნქცია ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზებაა.
ვრცელ წერილში გაკრიტიკებულია ქართული ეკლესიის მიერ კრეტის დიდ და წმინდა კრებისადმი ბოიკოტის გამოცხადება. ამის გამო ხელმომწერები საპატრიარქოს კომუნისტურ-სტალინისტური ფორმაციის ინსტიტუციას უწოდებენ. თეოლოგთა განცხადებით, საქართველოს ეკლესია შემოწირულობებს იღებს “ქურდული სამყაროს” წევრებისგან, მფარველობს სამოქალაქო სამართლის მიხედვით დამნაშავე მღვდელთმსახურებს, რეალურად არ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფინანსები გააჩნია.
თეოლოგების ეპისტოლეს ხელმომწერთა კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დღეს სინოდის წევრების მთავარი გზავნილი იყო. მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს კონკრეტულ ბრალდებებზე საუბარი არ სურთ და აცხადებენ, რომ ეს წერილიც ეკლესიის წინააღმდგე მიმართუილი კამპანიის ნაწილია