"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები"-ს 2026 წლის სეზონი საზეიმო კონცერტით დასრულდა. დასკვნით გალა-კონცერტს - "თამარ ლიჩელი და მეგობრები" თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა.
კონცერტმა ერთ სცენაზე გააერთიანა გამორჩეული ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებმაც მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს. ტრადიცია არც წელს დაირღვა და დასკვნითი კონცერტიც ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერებს დაეთმო. გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე, ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნოდარ მდივანი, ნათია ქავთარაძე, გიორგი შავერზაშვილი და თემურ გუგუშვილი.
"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" 2024 წელს თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა და მოკლე დროში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოიპოვა როგორც მუსიკალურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში.
სერიები “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები”ორ მნიშვნელოვან მიზანს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ემსახურება. დაარსებიდან დღემდე კონცერტების სერია თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის: გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", თბილისის მერია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.