14 ნოემბერი 2026,   19:19
ვრცლად
ბრალდება რასაც ეფუძნებოდა, რომ ერთ საკანში იყო მოთავსებული მსჯავრდებული და ბრალდებული, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი - გიორგი პატარიძის და რამაზ ფირცხალავას ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილზე ციხის საკანში ძალადობის საქმეზე ორ ყოფილ მაღალჩინოსანს 10-10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძისა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

როგორც გიორგი პატარიძის და რამაზ ფირცხალავას ადვოკატი ირმა ბრელიძე აღნიშნავს, მათი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოხატული არ არის. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ერთ საკანში იმყოფებოდნენ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა ადმინისტრაციის რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი.

"რაც შეეხება, ბრალდებას ეთანხმებიან/არ ეთანხმებიან, მათი პოზიცია გამოხატული ამ ეტაპზე არ არის. ბრალდება რასაც ეფუძნებოდა, იმ გარემოებას, რომ ერთ საკანში იყო მოთავსებული მსჯავრდებული და ბრალდებული, ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე მე პოზიცია, რომ ეს არ არის ახალი, არ არის იმდღევანდელი რაღაც განსაკუთრებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციის მხრიდან, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი", - განაცხადა ირმა ბრელიძემ.

დღის ამბები