17 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
დავით ხიდაშელმა მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა - ბიძინა ივანიშვილი დავით გარეჯის საკითხზე

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გმირობის ტოლფასია ის, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქვეყანას გაუკეთა. მისი თქმით, დავით ხიდაშელის მიერ საქართველოს საზღვრებთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით დოკუმენტების მოპოვებამ და საქართველოსთვის გადაცემამ ქვეყანა აზერბაიჯანთან კამათსაც გადაარჩინა და სირცხვილსაც. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო დავით ხიდაშელს. დათო ხიდაშელი, რომელმაც ეს რუკები მოიპოვა, თუკი ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები პატრიოტია და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირულად ვთვლი, ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები