საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც უკვე მე-17 ტარდება გაეროს ეგიდით.
ეს არის საერთაშორისო ფორუმი, სადაც ლიდერებმა და გარემოსდამცველებმა უნდა იმსჯელოს დედამიწის ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადარჩენის გზებზე.
ბუნების დეგრადაცია დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და და სწორედ ამას მიეძღვნება ირაკლი კობახიძის სიტყვა სამიტის გახსნის ოფიციალურ ნაწილში. პრემიერი სომხეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება:
"ნაბიჯები, რომელსაც ვახორციელებთ ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით და ბიომრავალფეროვნების ტერიტორიების გაზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მაჩვენებლები, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის საერთო ტერიტორიის 30%-მდე ზრდას და ჩვენს შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე და უფრო სწრაფად შევძლებთ ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ის ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით. ხაზი უნდა გავუსვათ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ტყის მართვის გეგმის და ტყის აღდგენის მიზნით იყო მიღებული,"- აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.