დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია და ის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა. "დასაწყისი" დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.
ტრისტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.
"დასაწყისი" ასევე 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა "დასაწყისი" მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.