20 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
რაგბის კავშირი პრეზიდენტის მოლოდინშია - კანდიდატები იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის 10 მოთამაშე აკლდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა 16:7 გაიმარჯვეს და რაგბი ევროპის 2020 წლის პირველობაზე, ჩემპიონობა ოფიციალურად იზეიმეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები შესუსტებული შემადგენლობითა და ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობდა, ნაკრების წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდათ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ფედერაციის წევრებსა და ვეტერან მორაგბეებსაც. 

პარალელურად, რაგბის კავშირი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება. სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, უხელმძღვანელებს თუ არა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირს. 

საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ბაჩო ხურციძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კვლავ არ დაარეგისტრირებს და არჩევნები ხელმეორედ იქნება ჩასატარებელი.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს და აცხადებენ, რომ თუ საჯარო რეესტრი მას არც ამჯერად დაარეგისტრირებს, მაშინ საპროტესტო აქციები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.

დღის ამბები