17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა.

დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე იძებნებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს ისინი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა.

მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 18 წლითა და 9 თვით მიუსაჯა. ისინი გუშინ ბათუმში დააკავეს და უკვე სასჯელ აღსრულების დაწესეულებაში არიან გადაყვანილები.

დღის ამბები