სპორტული დარბაზები და თეატრები საქმიანობის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები, რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან. ხოლო, საქმიანობის სრულად აღდგენას, თეატრალური წარმოდგენების, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით, 1 აპრილიდან," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.