05 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს

რამდენიმე საათის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა.

ის სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც გავარკვიეთ, რამდენიმე დღის წინ 45 წლამდე მამაკაცმა ბავშვს ჯერ კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა შესთავაზა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს იმავე მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა სცადა, თუმცა 9 წლის ბავშვი მისი დანახვისთანავე გაიქცა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. 

არასრულწლოვნის მშობლები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ.

დღის ამბები