12 ნოემბერი 2026,   21:51
ვრცლად
პრემიერი: პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები - ადამიანების წამებაც ხელისუფლების სახელით ხდებოდა და ამაში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი - პარტია, რომელიც განასახიერებდა რეჟიმს

კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს.

"იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ამ პარტიამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების სახელით მაშინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები. იგივე, 2008 წელს, ომთან მიმართებაში. როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ფორმალურად, ხელისუფლების სახელით, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის არა მარტო უპასუხისმგებლობის, არამედ არაკომპეტენტურობის გამოვლინება. მათ არ აქვთ რესურსი, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იმიტომ, რომ არ აქვთ ობიექტურად არგუმენტები. ასეთ პირობებში, უწევთ ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც აცდენილია სიმართლეს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები