სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შემდეგ რაუნდში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო ადრე მოხდა. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ ფორმატს განვაახლებდით. ჩვენ ის განვაახლეთ და ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ. სწორედ ამის ნახვა სურს პრეზიდენტ ტრამპს. ისინი [ევროპელები] ჩვენი პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ", - განაცხადა უიტკოფმა მედიასთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის თქმით, მოსკოვში, ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.
"ვფიქრობ, საერთო ჯამში, ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ამომწურავი და დეტალური განხილვები გვქონდა. იმედი მაქვს, ეს მომავალ მრავალმხრივ დისკუსიებსაც წაადგება", – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.