23 ნოემბერი 2024,   01:00
ვრცლად
ჩამოსახრჩობი ვარ ჩამომახრჩონ, დასაწვავი ვარ დამწვან - 14 წლის მოზარდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დედა

14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტი - რას ამბობს მოზარდის დედა. გოგონას დედას პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა.

დედისთვის შვილზე ძალადობის ფაქტი ცნობილი გახდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ უწყებას არ შეატყობინა. 

გოგონას დედა ამბობს, რომ თუ ის გასასამართლებელია, გაასამართლონ და მოსახდენი მოხდეს.

"გასასამართლებელი ვარ - გამასამართლონ, ჩამოსახრჩობი ვარ - ჩამომახრჩონ, დასაწვავი ვარ - დამწვან. იცი რატომ? როცა მე იმაში არ მიმიძღვის ბრალი და არ ვიცოდი ჩემი შვილის სიტუაციაში რა ხდებოდა, ამხელაზე შეტოპა ხალხმა, რომ მე ამაზე მედავებიან, კი ბატონო. როგორც მოსახდენია, მოხდეს ისე," - აცხადებს 14 წლის გოგონას დედა, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში მამაკაცი ძალის გამოყენებით 14 წლამდე გოგონას სისტემატურად აუპატიურებდა, გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა. 

დღის ამბები