25 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
თავდამსხმელი პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს - მას ერთი მძევალი ჰყავს აყვანილი

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელს, ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 პირი ჰყავს აყვანილი, დანარჩენი მძევლები კი გამოუშვა.

ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მასთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა თავდამსმხელმა ამაზე უარი განაცხდა. 

თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

როგორც რამდენიმე წუთის წინ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს. 

პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას. 

დღის ამბები