გუმათში აღმართული რკინის კედელი მოხსნილია, ნამახვანისკენ მისასვლელ გზაზე, აღმართული რკინის კონსტრუქციის მხოლოდ ნაწილი და მცირე ჯებირები რჩება.
რკინის კედელი გუმათში, რამდენიმე დღის წინ, აქციების პარალელურად მოეწყო და დღეს გამთენიისას, სამართალდამცველების მიერ იქნა აღებული.
ბოლო დღეებში "ნამახვანჰესის" აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან ერთ-ერთი სწორედ გუმათში აღმართული რკინის კედლის მოხსნა იყო.
პროტესტი რიონის ხეობაში უკვე 170 დღეა გრძელდება.