დიდ დიღომში მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის აივანი ჩამოინგრა - როგორც თვითმხილველები "რუსთავი 2-თან" ყვებიან, შემთხვევის დროს აივანზე ქალი იდგა, ის, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია - დეტალების გარკვევას "რუსთავი 2" შსს-სთან ცდილობს.