მსოფლიოში ყოველ საათში საკუთარი პარტნიორი ან ოჯახის წევრი საშუალოდ ხუთ ქალს კლავს. გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ოჯახურ ძალადობას 47 000 ქალი და გოგონა ემსხვერპლა. გლობალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი კვლავ საკუთარი სახლია.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გამოწვევაა საქართველოსთვისაც. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული მონაცემებით, წელს მხოლოდ ცხრა თვეში ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5 878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გაიცა.
საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა. რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს ძალადობის პრევენციისთვის და რა მნიშვნელობა აქვს დროულ რეაგირებას მაშინ, როდესაც საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება?
ჩვენი რეპორტაჟის გმირები ქალები არიან, რომლებმაც შიში დაძლიეს, დუმილი დაარღვიეს და ძალადობისგან თავის დაღწევა შეძლეს.
"ლურიერი P.S."-ის სიუჟეტის ერთ-ერთი გმირის ცხოვრება ნარინჯისფერი გახდა მას შემდეგ, რაც შიში დაძლია და მოძალადე ამხილა. ნარინჯისფერი იმიტომ, რომ ეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფერია. ნათელ მომავალს და ისეთ სამყაროს ნიშნავს, სადაც ქალები უსაფრთხოდ ცხოვრობენ.
ცივილიზებული სამყარო ახლა ასეთია - ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად ნარინჯისფრად ანათებდა თბილისის ანძა.
გაეროს გლობალური კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე გაგრძელდება.
როცა წამები გადამწყვეტია, როგორ იცავს საქართველო მსხვერპლ ქალს - ამ ზარების უკან, ხშირად, მოძალადის პირისპირ მყოფი ქალები, დედები, ხშირად ბავშვებთან ერთად დგანან.
ორივე შემთხვევაში მსხვერპლი ქალი გადარჩა - 112-ში ზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მოძალადეები პოლიციამ დააკავა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი - 112, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უკვე რამდენიმე წელია, მსხვერპლთა დაცვის, სწრაფი და უსაფრთხო რეაგირების განახლებული მეთოდებით ხვდება.
112-ში დატოვებულ შეტყობინებას ბევრი ქალი გადაურჩენია. ალბათ კიდევ ბევრს გადაარჩენს.
რომ არა მსხვერპლის გაბედული ნაბიჯები, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა კიდევ ორი მოძალადის ორი მსხვერპლის ისტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას წელსაც გამკაცრებული მიდგომებით, კანონებით შეუერთდა. გადამზადებული თანამშრომლები, უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობები - მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ცნობიერების ამაღლებამ სასიკეთო შედეგები აჩვენა.
ქალთა დაცვას ერთ-ერთი მთავარი რგოლი პროკურატურაა. გლობალური კამპანიის ფარგლებში უწყებამ 50-მდე აქტივობა დაგეგმა. ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, პროკურორებმა ძალადობაგამოვლილი ქალების საჭიროებები მათგან პირადად მოისმინეს.
ოჯახური ძალადობის საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები მუშაობენ, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, სტრესის დაძლევა, საჭიროების შესაბამისად მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანა, სამართალწარმოების პროცესში სრული მხარდაჭერა - ამაზე კოორდინატორები ზრუნავენ. გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტავს, რომ მსხვერპლი ქალების დაცვის მიზნით, არაერთი რეფორმა გატარდა.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ითმენს, ჯერ კიდევ სდუმს, გზავნილი ასეთია.
ერთადერთი სათქმელი აქვთ შიშზე, ძალადობასა და დუმილზე გამარჯვებულებს - მთავარია გაბედო - ნარინჯისფერი მომავლის შენს ხელშია.