ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება - ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარ თამაკონში, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები ისევ მივიდნენ, მათ შორის არის 3 მღვდელმსახური, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ მეუფესთან დალაპარაკება, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სურთ.
მრევლი და სასულიერო პირები, ქადაგების დასრულებას ელოდებიან, ამის შემდეგ კი, სასულიერო პირებს მიტროპოლიტ სტეფანესთან დალაპარაკება სურთ. მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერებს არ სურთ ტაძარში განკვეთილი მღვდელმსახურები შეუშვან.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.