10 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
81 წლის იტალიელი "რობინზონ კრუზო" იმ კუნძულს დატოვებს, სადაც 32 წელი ცხოვრობდა

81 წლის იტალიელი მაურო მორანდი, რომელსაც მეტსახელად იტალიელ რობინზონ კრუზოს უწოდებდნენ, იმ კუნძულს დატოვებს, სადაც 32 წელი ცხოვრობდა.

მორანდი აცხადებს, რომ კუნძულ ბუდელის დატოვება იძულებით, კუნძულის მეპატრონის მოთხოვნით უწევს.

"იმედი მაქვს, რომ ბუდელს ისევე უპატრონებენ, როგორც მე ვპატრონობდი 32 წლის განმავლობაში," - ამბობს მორანდი.

81 წლის მორანდის მხარდასაჭერად უკვე შეიქმნა პეტიცია, სადაც 70 ათასზე მეტი ადამიანი, იტალიელი რობიზონ კრუზოს კუნძულზე დარჩენის უფლებას ითხოვს.

დღის ამბები