19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"უცნობი" და გოგა ხაინდრავა ცდილობენ ფონი შექმნან, რომ ეს ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ - ვახო სანაია 

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსდგნენ.

საქალაქო სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც ვახო სანაიას წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

"არ ვემხრობი იმას, რომ ადამიანს, ვიდრე სასჯელი არ გამოუტანიათ, მათ ვეძახოთ მოძალადეები და დამნაშავეები. ამის მოსმენა მინდა რა მოხდა. მოვუსმინეთ სანაიას, ახლა მინდა ამ ბიჭებს მოვუსმინო და სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან,"- აღნიშნა გია გაჩეჩილაძე. 

დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია კი, გოგა ხაინდრავასა და გია გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დაქირავებულებს უწოდებს.

"ხელისუფლება ცდილობს დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან. თავის მიერ დაქირავებულ ჯგუფებს აძლევს აქტიურობის დავალებებს, ეს არის "უცნობი" გია გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და მისთანები, რომლებიც არიან ხელისუფლების დაქირავებული პირები, ცდილობენ ფონი შექმნან, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან,"- აცხადებს "კურიერთან" ჟურნალისტი, "ფორმულას" წამყავანი ვახო სანაია. 

სხდომას თავად ჟურნალისტ არ დაესწრებაი. ვახო სანაიაზე თავდასხმა მარტის თვეში მოხდა, ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები