15 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გაფიცვა რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე - ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს

ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება. ორასზე მეტი ადამიანი მეორე დღეა ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მუშაობაზე უარს ამბობს. ამ ეტაპზე მათთვის კომპანიის შეთავაზება მიუღებელია.

გაფიცულები დღეს სათაო ოფისთან შეიკრიბებიან. გზებისა და ხიდების სამშენებლო ჩინური კომპანია "ჰუნანი" მოთხოვნების განხილვისთვის მზად არის და ამისთვის ერთ კვირიან ვადას ითხოვს.

დღის ამბები