02 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული ძაღლი გარდაიცვალა - მას ღირსების ორდენი მიანიჭეს

გმირი პოლიციელის ძაღლი - Mojo, რომელმაც "მანჩესტერ არენას" სტადიონზე მომხდარი ტერაქტის დროს დშავებულებისთვის გაწეული დახმარებით დაამახსოვრა  ხალხს თავი, სიბერის გამო გარდაიცვალა. მას 2017 წლის 22 მაისს ღირსების ორდენი მიენიჭა.

Mojo და მისი პატრონი Ariana Grande-ის კონცერტის ღამეს, ცვლის შემდეგ სახლში წავიდნენ, მაგრამ ტერაქტის გამო სამსახურში დაბრუნება მოუწიათ. გმირი ძაღლი დაშავებულ ადამიანებს ეძებდა, რომ მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. 

ამბობენ, რომ Mojo-მ იმ ღამით დიდი სტრესი განიცადა.

ამის შემდეგ, Mojo-ს სამი წლის განმავლობაში პენსია ჰქონდა. ამის შესახებ Manchester Evening News იუწყება.

ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ Twitter- ზე ახალი ამბები დაწერა: "ძალიან ვწუხვართ, პენსიაზე გასვლის სამი ბედნიერი წლის შემდეგ, Mojo გარდაიცვალა". 

"მანჩესტერ არენას" სტადიონზე, არიან გრანდეს კონცერტზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, აფეთქება მოხდა. დაიღუპა 19 ადამიანი, 50 კი დაშავდა. აფეთქება არიან გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

 

დღის ამბები