10 მაისი 2024,   06:23
ვრცლად
ევროპარლამენტი თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვს

ევროპარლამენტი თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვს, თუ ანკარა პოლიტიკას არ შეცვლის, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.

ევროპარლამენტის დეპუატატები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან თურქეთში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობით. ასევე ანკარის მტრული საგარეო პოლიტიკით, მათ შორის საბერძნეთის და კვიპროსის მიმართ და თურქეთის მონაწილეობით სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში განვითარებულ პროცესებში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის და თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე დაეშვა. 

დღის ამბები