20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
საქართველო სახმელეთო საზღვრებს 1 ივნისიდან გახსნის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები სრულად გაიხსნება, რაც პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

"სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება, სრული ვაქცინაციის დამადასტურებული დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით. ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში კი, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულები იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. 

ასევე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კორონავირუსთან დაკავშირებულ შემთხვევებს. 

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საზღვრის კვეთა, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოკლდოვა და ომანი,"- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

დღის ამბები