17 ნოემბერი 2026,   22:02
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგაპროექტ "ნიჭიერის" მეოთხე ეპიზოდი ელოდება - მაყურებელს პროექტი არაერთ საინტერესო მონაწილეს გააცნობს

"რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგაპროექტ "ნიჭიერის" მეოთხე ეპიზოდი ელოდება. მაყურებელს პროექტი არაერთ საინტერესო მონაწილეს გააცნობს, მათ შორის უცხოელ კონკურსანტს ტაირონ ლანერის, რომელიც დანებით ექსტრემალურ ნომერს შეასრულებს. კიდევ ერთი მონაწილე რომლის საშუალებითაც ჟიურის წევრების შესახებ აქამდე უცნობ და საინტერესო პირადი ცხოვრების ფაქტებს შეიტყობთ ექსტრასენსი და ეზოთერიკოსი მარიამ ციმინტია იქნება.

ამით "ნიჭიერის" სცენაზე უცნაური და დასამახსოვრებელი სანახაობა არ სრულდება. "რუსთავი 2-ის" მაყურებელი კიდევ რამდენიმე გამორჩეული ტალანტის მქონე მონაწილეს გაიცნობს - მათ შორის კონკურსანტს, რომელსაც ისეთი ნივთების ჭამა შეუძლია, რაც ადამიანების უმეტესობისთვის წარმოუდგენელია.

დღის ამბები