58 წლის ასაკში პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გველესიანი ავტორია პოეტური კრებულების: "სულ ცოტა" – 2014 წელი, "ლექსები" - 2015 წელი, "ქარის წისქვილები" 2012 წელი.
პოეტი სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად, მეტყველების პედაგოგად, ზესტაფონის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული და თოჯინების თეატრების რეჟისორად.