02 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
15 ტონა ჰაშიში ამოიღო ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან

ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან 15 ტონა ჰაშიში ამოიღო.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავ სათევზაო გემზე ნახეს.

დაკავებულია ბორტზე მყოფი 4 ადამიანი, მათ შორის იტალიელი კაპიტანი და სენეგალის 3 მოქალაქე.

გემი სამხედრო პორტში გადაიყვანეს.

დღის ამბები