09 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
ვარშავაში გაუჩინარებულ ქართველს პოლიცია და მყვინთავები ეძებენ

ვარშავაში გაუჩინარებულ ქართველს პოლიცია და მყვინთავები ეძებენ. ტბაში ძებნის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა მამაკაცმა სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დიტო ხელხელაური წყალში გადახტა და მისი კვალი დაიკარგა.

ადგილზე მისულმა ძალოვნებმა ხელხელაურის პირადი ნივთები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც პროცესში მყვინთავები ჩაერთვნენ.

ხელხელაურის ნათესავებს შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, ისინი ვარაუდობენ, რომ ხელხელაური თვითმკვლელობამდე მიიყავნეს, რადგან ბოლო პერიოდში მას სამსახურებრივი პრობლემები ჰქონდა.

კონკრეტულად მას თანამშრომელი მამაკაცი ემუქრებოდა.

24 წლის დიტო ხელხელაურის სამძებრო სამუშაოები ერთი კვირაა მიმდინარეობს, პოლონეთის პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას პლანშეტი და სხვა პირადი მოხმარების ნივთები ამოიღო. მის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი გამოკითხულია.

დღის ამბები