ავარია აჭარაში - ხულოში მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით მამაკაცი მარტო გადაადგილდებოდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.