22 ნოემბერი 2024,   11:10
ვრცლად
სიგარეტის მოწევა შესაძლოა საკუთარ ავტომობილებში და ტაქსებშიც აკრძალონ - რა შემთხვევაში შეგეხებათ ჯარიმა 

შესაძლოა მალე სიგარეტის მოწევა საკუთარ ავტომობილებშიც აკრძალონ - პროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად უკვე მზად არის. დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საკუთარ მანქანაში სიგარეტის მოწევა იმ შემთხვევაში უნდა იყოს კანონდარღვევა, თუ მანქანაში არასრულწლოვანიც იქნება.

პროექტის მიხედვით, მოწევა საერთოდ იკრძალება ტაქსებში. ინიციატივის ავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია.

დღის ამბები